ქობულეთში ახალგაზრდა კაცი მოკლეს

03 დეკემბერი 2021, 15:30 2984 ნახვა

ქობულეთში, კოსტავას ქუჩაზე დღეს მკვლელობა მოხდა. ახალგაზრდა კაცს  ცივი იარაღით ჭრილობა მიაყენეს და შემთხვევიდან რამდენიმე წუთში გარდაიცვალა.

როგორ კოსტავას ქუჩის მაცხოვრებლები ამბობენ, მკვლელობას წინ უძღოდა შელაპარაკება. მათი თქმით, მოკლული ახალგაზრდა მამაკაცი საქართველოს მოქალაქე არ იყო, ის ციტრუსის დისტრიბუციას ეწეოდა და მანდარინი სარეალიზაციოდ აზერბაიჯანში გაჰქონდა.

მეზობლების განმარტებით, კონფლიქტში მონაწილე მეორე პირი ოზურგეთის მკვიდრია და ის პოლიციას ჩაბარდა. 

დაჭრილი მამაკაცი ქობულეთში, ევექსის კლინიკაში გადაიყვანეს. ექიმების განმარტებით, ის უკვე გარდაცვლილი იყო. 

შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

 

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი