"ლიტერას", რომელიც კეზერაშვილის პრემია გახდა, სამინისტრო უკან არ დაიბრუნებს - თეა წულუკიანი

03 დეკემბერი 2021, 14:01 227 ნახვა

კულტურის მინისტრის, თეა წულუკიანი პარლამენტში მინისტრის საათის ფარგლებში იმყოფება, სადაც  ლიტერატურულ პრემიას "ლიტერას "კეზერაშვილის პრემიას" უწოდებს და აცხადებს, რომ სამინისტრო მას უკან არ დაიბრუნებს.

მისივე განმარტებით, სამინისტრო პრემია "ლიტერას" ნაცვლად ახალ ლიტერატურულ პრემიას დააფუძნებს.

"მე ვაპირებდი სასამართლო დავის წამოწყებას, თუმცა ეს ვერ გავაკეთეთ, რადგან აღმოჩნდა, რომ როდესაც ეს კონკურსი და პრემია "ლიტერა" დაფუძნდა, სახელმწიფო დონეზე არ იყო საკანონმდებლო არც ერთი აქტი გამოცემული, რომელიც დაადასტურებდა, რომ ეს ნამდვილად სახელმწიფო კონკურსი და პრემიაა. შესაბამისად, როდესაც ეს კონკურსი და პრემია მიითვისა კერძო სტრუქტურამ, ჩვენ ვერ შევძელით სასამართლო დავის წამოწყება. ამიტომაც, ჩემი გადაწყვეტილებით, კეზერაშვილის პრემია დარჩება კეზერაშვილს. ჩვენ დავაფუძნებთ სხვა კონკურსს და მე მზად ვარ კულტურის კომიტეტთან თანამშრომლობისთვის, რათა შევიმუშაოთ ისეთი კონკურსი და პრემია, რომელიც შეეხება პირუთვნელად ყველას" - განაცხადა თეა წულუკიანმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში