ბიუჯეტის თანხების გაფლაგვის საქმეზე მომდევნო სხდომა 27 დეკემბრისთვის ჩაინიშნა

02 დეკემბერი 2021, 15:21 778 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოდან გორის ჰოსპიტალში გადაჰყავთ. სასამართლო პროცესი ცოტა ხნის წინ დასრულდა. შენობასთან მიხეილ სააკაშვილს პარტიის ლიდერები და მხარდამჭერები ელოდებოდნენ. 

ქვეყნის მესამე პრეზიდენტი სიტყვით გამოვიდა. სააკაშვილი შეეხო თავისი მმართველობის პერიოდს და რიგ საკითხებზე გაამახვილა ყურადღება, მათ შორის, თანხებზე, რომელთა გაფლანგვასაც ედავებიან, ასევე, 2011 წლის 26 მაისის ღამით ანტისამთავრობო აქციის დარბევასა და ადამიანებზე, რომელთაც მისი ხელისუფლების დროს სამსახური დაკარგეს.

პროცესის დაწყებისას სააკაშვილის ადვოკატებმა ორი პროკურორის აცილების საკითხი დააყენეს, რაც მოსამართლემ არ დააკმაყოფილა. 

მორიგი სასამართლო პროცესი, ე.წ. პიჯაკების საქმეზე 27 დეკემბერს 11:00 საათზე გაიმართება. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი