ბათუმში, დემეტრე თავდადებულის ქუჩაზე სამართალდამცველების მობილიზაციაა. რამდენიმე წუთის წინ, პოლიციამ ახალგაზრდა მამაკაცი და ქალი გააჩერა, მიმდინარეობს ჩხრეკა.
მამაკაცი აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან საუბრისას ამბობს, რომ ფოსტაში მეგობრის თხოვნით მივიდა.
''მეგობარმა დამირეკა და ამანათის გამოტანა მთხოვა, სადაც ყურსასმენები იყო. შემდეგ სამართალდამცველები მოვიდნენ. დამნაშავე არ ვარ. ხელი არაფერზე მიხლია'' - ამბობს მამაკაცი.
თავდადებულის ქუჩის ნაწილი ყვითელი ლენტითაა შემოსაზღვრული. პოლიცია მოქალაქეებს მოუწოდებს ტერიტორია დატოვონ და საპირისპირო მხარეს გადაინაცვლონ.
მაუწყებელი შემთხვევის ადგილას მუშაობს და დამატებით ინფორმაციას მოგვიანებით შემოგთავაზებთ.