ოპერატორი სოფო ბობოხიძე გარდაიცვალა

12 დეკემბერი 2016, 00:00 5980 ნახვა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორი სოფო ბობოხიძე ქუთაისში, საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. გარდაცვალების სავარაუდო მიზეზად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება სახელდება. ფაქტთან დაკავშირებით, შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღძრა. ეს არის პირველადი მუხლი, რომლითაც გარდაცვალების უმეტეს შემთხვევაზე გამოძიება იწყება. 27 წლის სოფო ბობოხიძე საზოგადოებრივ მაუწყებელში 2013 წლიდან მუშაობდა. საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი