ოპოზიცია დიპლომატებთან შეხვედრას აანონსებს

28 ნოემბერი 2021, 15:26 1061 ნახვა

ოპოზიციის  წევრები  ელჩებთან, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და სახალხო დამცველთან შეხვედრას ითხოვენ.

ოპოზიცია გეგმავს საელჩოებს მიაწოდოს ინფორმაცია ბოლო დროს ბათუმში მიმდინარე პროცესების შესახებ. ისინი, მომდევნო კვირიდან დედაქალაქში ჩასვლას და ზემოთხსენებულ ორგანიზაციებთან შეხვედრების დაწყებას აანონსებენ.

ირწმუნებიან, რომ   გარდაცვლილი დეპუტატის ნუგზარ ფუტკარაძის საქმეს თორნიკე რიჟვაძის მამა, დავით რიჟვაძე ხელმძღვანელობს და სწორედ ამ მიზეზით ხდება  საქმის გაჭიანურება. ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გამოძიება 18 ნოემბერს „გაუფრთხილებლობით სიცოცხლის მოსპობის” მუხლით დაიწყო.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი