ინციდენტი ტყიბულში ქვანახშირის კარიერზე

27 ნოემბერი 2021, 20:30 959 ნახვა

ტყიბულში, ქვანახშირის ღია მოპოვების კარიერზე, მიწის მასის ქვეშ მოყოლილი 64  წლის ვიტალი ტურძილაძე ამოიყვანეს და ტყიბულის კლინიკაში გადაიყვანეს. კაცი კონტაქტური იყო და მაშველებს თავად აწვდიდა ინფორმაციას მისი ადგილმდებარეობის შესახებ. პირველადი შეფასებით, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა, თუმცა დაზუსტებული ინფორმაცია მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ არ გავრცელებულა.

სამაშველო ღონისძიება რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.საგანგებო სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, გრძელდება მეორე მოქალაქის ძებნა, რომელიც ასევე მიწის მასის ქვეშ არის მოყოლილი. ტყიბულში, ღია მოპოვების კარიერზე, მიწის მასა რამდენიმე საათის წინ ჩამოიშალა და 2 მუშა მოიყოლა.შემთხვევის ადგილზე მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, იმერეთის მთავარი სამმართველოსა და განსაკუთრებულ სიტუაციებზე რეაგირების მთავარი სამმართველოს ჯგუფები.

 

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი