ორ ქართველ სპორტსმენს დოპინგი აღმოუჩინეს

26 ნოემბერი 2021, 10:34 916 ნახვა

საერთაშორისო ტესტირების სააგენტომ ანტიდოპინგური წესების დარღვევის ფაქტზე 13 ძალოსანი გამოავლინა, რომელთა შორის ორი ქართველი სპორტსმენია. 

2012 წლის აპრილში, თურქეთის ქალაქ ანტალიაში 85 კგ-მდე წონით კატეგორიაში რაულ ცირეკიძემ ორჭიდის ჯამში ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო მძიმეწონოსანი ირაკლი თურმანიძე +105 კგ წონით კატეგორიაში  კი ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

ცირეკიძისა და თურმანიძის გარდა, სიაში 4 თურქი, 2 რუმინელი და თითო რუსი, ალბანელი, ბელარუსი, მოლდოველი და კვიპროსელი სპორტსმენია. 

დებულების თანახმად, ძალოსნებს უფლება აქვთ კიდევ ერთი კვლევა მოითხოვონ, თუმცა ვიდრე საქმის წარმოება არ დასრულდება მათ შეჯიბრებაზე გამოსვლის საშუალება არ ეძლევათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი