ჯანმოს საგანგებო შეკრება

26 ნოემბერი 2021, 10:33 736 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია 26 ნოემბერს საგანგებო სხდომის მოწვევას აპირებს კორონავირუსის ახალი ვარიანტის გამო, რომელიც სამხრეთ აფრიკასა და ბოტსვანაში გამოვლინდა. ამის შესახებ უცხოური მედია წერს. ახალი შტამი ძველ შტამებთან შედარებით უფრო სწრაფად ვრცელდება.

სამხრეთ აფრიკის ეპიდემიაზე რეაგირების ცენტრის ხელმძღვანელის განცხადებით, მათ ქვეყანაში ახლად გამოვლენილი შემთხვევების 90% სწორედ ახალი ვარიანტის კორონავირუსია.

ექსპერტების შეფასებით, ნებისმიერი ახალი ვარიანტი, რომელიც უფრო სწრაფად ვრცელდება ვიდრე დელტა, შესაძლოა სერიოზული პრობლემა გახდეს პანდემიიდან მსოფლიოს გამოსვლის გზაზე.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი