აუცილებელია ჩანაწერების ავთენტურობის დადგენა, ის პირები, ვინც ჩანაწერებში ფიგურირებენ არ ასოცირდება "ქართულ ოცნებასთან" - ტიტე აროშოძე

25 ნოემბერი 2021, 20:28 743 ნახვა

პარტია "ქართულ ოცნებაში" რამდენიმე წუთის წინ განცხადება გაკეთდა. "ნაციონალური მოძრაობის" წევრების გავრცელებულ აუდიო ჩანაწერებს ტიტე აროშიძე გამოეხმაურა.

აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ამბობს, რომ მნიშვნელოვანი და აუცილებელია გამოძიებამ გავრცელებული ჩანაწერების ავთენტურობა დაადგინოს, ამავდროულად აღნიშნავს, რომ ნუგზარ ფუტკარაძისადმი არანაირი ზეწოლა არ ხორციელდებოდა.

"აუცილებლად დაადგენს გამოძიება ფაქტის ავთენტურობას, იყო თუ არა ეს ჩანაწერი ავთენტური, თუმცა მის გარეშეც შემიძლია ვთქვა, რომ არანაირი ზეწოლა ნუგზარ ფუტკარაძისადმი ამ ჩანაწერში არ ფიქსირდება. ამასთან, ის პირები, რომლებიც ჩანაწერში ფიგურირებენ, არ ასოცირდებიან "ქართულ ოცნებასთან". ბათუმის არცერთი შტაბის წევრს შეხება არ ჰქონია აღნიშნულ პირებთან, თუმცა მე დარწმუნებული ვარ, რომ გამოძიება ყველას გასცემს პასუხს იმ კითხვებზე, რომლებიც აწუხებს "ნაციონალური მოძრაობის" წევრებს“, - აცხადებს ტიტე აროშიძე.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი