აგვისტოს ომი სტრასბურგის სასამართლოში

25 ნოემბერი 2021, 18:23 723 ნახვა

აგვისტოს ომში დაზარალებულების საქმეზე ევროპული სასამართლოს განჩინების შემდეგ  „კავშირი  21-ე“ -მ  დამატებითი მტკიცებულებების შეგროვება დაიწყო. არასამთავრობო ორგანიზაცია აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულ 119-ი  იძულებით გადაადგილებული პირის ინტერესებს იცავს. ორგანიზაცია  სახელმწიფოსთან  მტკიცებულებების სტანდარტისთვის სამუშაო შეხვედრებს მართავს. იურისტის განმარტებით, საუბარია  68 იძულებით გადაადგილებულ პირებსა და რუსეთს შორის შესაძლო მორიგებაზე, რაზეც  არსებობს მორალური დილემა. ემზარ პაკსაძის ინფორმაციით, დამატებითი მტკიცებულებების შეგროვებისთვის 3 თვიანი ვადა აქვთ. სახელწიფო  ცალკე დავას აწარმოებს იმ პირების მიმართ, რომელბსაც „კავშირი 21-ე“ იცავს. ევროპულმა სასამართლომ  59  განმცხადებელთან მიმართებაში მიუთითა, რომ  საქმის დასაშვებობაზე განჩინების მისაღებად სჭირდება დამატებითი მტკიცებულებები, რომლებიც დაადასტურებენ, რომ განმცხადებლების მიმართ დაირღვა ევროკონვენციის რიგი მუხლი, მათ შორის  პირადი და ოჯახური.  რუსეთის წინააღმდეგ  საქართველოდან სტრასბურგში  400-ზე მეტი პირის განაცხადია გაგზავნილი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი