ექსპრეზიდენტის მდგომარეობა

25 ნოემბერი 2021, 11:02 897 ნახვა

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის ბექა ბასილაიას განცხადებით, თუკი სააკაშვილს ჯანმრთელობის მდგომარეობა შესაძლებლობას მისცემს, ის საკუთარ სასამართლო პროცესს, რომელიც 29 ნოემბერსაა დანიშნული, დაესწრება.

როგორც ბასილაიამ  განაცხადა, მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური შურისძიების მსხვერპლია.

მიხეილ სააკაშვილმა გორის სამხედრო ჰოსპიტლიდან გამოგზავნილ  წერილში განაცხადა, რომ მას „უსამართლო სასამართლოს უფლება მაინც მისცენ და დაასწრონ საკუთარ პროცესებს, სადაც დაელაპარაკება ქართველ ხალხს და არა ივანიშვილს და მის მარიონეტებს“.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი