ექსპრეზიდენტის მდგომარეობა

24 ნოემბერი 2021, 14:35 602 ნახვა

გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად მისი უკრაინელი ადვოკატი  მივიდა. მას კლინიკაში შესვლა სურს.

ევგენი გრუშოვეცის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფთან შესვლას ჯერჯერობით ვერ ახერხებს და კონკრეტულ პასუხს ვერ იღებს, რამდენ ხანში შეძლებს მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრას.

ჰოსპიტალში უკრაინის რადას დეპუტატი ლიზა იასკო იმყოფება. ასევე ჰოსპიტალში კვლავ აგრძელებენ მუშაობას მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მონიტორინგის მიზნით შექმნილი სახელმწიფო კონსილიუმის წევრები.

ნიკოლოზ ყიფშიძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის რეაბილიტაციას რამდენიმე თვე დასჭირდება.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი