ონლაინ კაზინოების აკრძალვა

23 ნოემბერი 2021, 19:11 923 ნახვა

უმუშევრობა, წარმოების არარსებობა და კადრების დეფიციტი პირდაპირ კავშირშია აზარტული თამაშების პოპულარობასთან. ასევე სწორედ ეს დარგია ჭარბვალიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი წყარო. ხშირად გავიგონებთ, რომ აზარტული თამაშები ცუდია, თუმცა ის არის ტურისტული ბიზნესის ნაწილი. მოსახლეობის ცნობიერებაში დგას უმძიმესი არჩევანი - ან ადამიანების მორალური  ჯანმრთელობა და სოციალური სტაბილურობა - ან ტურისტული შემოსავლები. აზარტული თამაშების შეზღუდვის თემა წლების წინ პარლამენტში არაერთხელ იდგა დღის წესრიგში. ამ მიზნით სპეციალური საპარლამენტო კომისიაც შეიქმნა, რომელსაც საკითხზე ბაზრის მოთამაშეებთან ერთად უნდა ემუშავა, თუმცა საბოლოო ჯამში გადაწყვეტილება მიღებული არ იქნა და კომისიის მუშაობამ ფორმალური სახე მიიღო. ამ მიმართულებით შეზღუდვების შემოღების ინიციატივით კი გუშინ ქვყენის პრემიერ-მინისტრი გამოვიდა. ირაკლი ღარიბაშვილი ფიქრობს, რომ ონლაინ კაზინოები ჯერ 25 წალმდე მოქალაქეებისთვის, შემდეგ კი ყველასთვის უნდა აიკრძალოს.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი