7 მედალი მსოფლიო ჩემპიონატზე

23 ნოემბერი 2021, 10:01 1014 ნახვა

საქართველოს ეტლით მოფარიკავეთა ნაკრები გუნდი პიზის მსოფლიო თასის გათამაშებიდან სამშობლოში 7 მედლით _ მათ შორის 2 ოქროს, 1 ვერცხლისა და 4 ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა.

ჩვენმა პარამოფარიკავეებმა 3 დისციპლინაში ირმა ხეცურიანმა ხმლითა და რაპირით ფარიკაობაში ორი ოქროს მედალი მოიპოვა.

ვერცხლის მედალი ხმლით ასპარეზობაში გვანცა ზადიშვილმა მოიგო, ხოლო ნინა თიბილაშვილმა სამივე დისციპლინაში ბრინჯაოს მედლები დაისაკუთრა.

ტურნირის დასასრულს, ნაკრებმა გუნდურში რაპირით ასპარეზობაში მესამე ადგილი დაიკავა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი