მომდევნო წლების განმავლობაში, მერია არ გასცემს ძველ, საბჭოურ ნაგებობებზე დაშენებებისა და მიშენებების ნებართვებს - ბათუმის მერი

22 ნოემბერი 2021, 13:45 5086 ნახვა

ავარიულ სახლებთან დაკავშირებით სიახლე იქნება, ის რომ მომდევნო წლების განმავლობაში მუნიციპალიტეტის მერია არ გასცემს ძველ საბჭოურ ნაგებობებზე დაშენებებისა და მიშენებების ნებართვებს. ამის შესახებ ბათუმის ახალარჩეულმა მერმა არჩილ ჩიქოვანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ამით სიცოცხლისუნარიანობას გაუხანგრძლივებს იმ შენობებს, რომელთა ექსპლუატაციის ვადები ისედაც მილევადია.

"ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გამოჩნდა, რომ ასეთი ჩარევები შესაძლოა იყოს შემდგომში მათი გრძელვადიანად მომსახურებისთვის ხელის შემშლელი პირობა"- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

მისივე თქმით, ქალაქის მერია აჭარის მთავრობასთან ერთად განახორციელებს პროგრამას, რომელიც ავარიულ და დაზიანებულ სახლებში მცხოვრებ ადამიანებს უსაფრთხო გარემოში ცხოვრების საშუალებას მისცემს.

"მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპისთვის საექსპერტო დასკვნების შესაბამისად, დაახლოებით 1500-ზე მეტი ასეთი ოჯახი გვყავს. ჩვენს ქალაქში ეს პროგრამა, რომელიც მომდევნო 4 წლის განმავლობაში განხორციელდება, მაქსიმალურად უზრუნველყოფს ამ ადამიანების დაკმაყოფილებას. პროგრამაში ჩართული იქნება სხვადასხვა კომპონენტები, მათ შორის შესაძლებელია, მოხდეს კერძო სუბიექტების ჩართვა და მათი დაინტერესება. ერთბაშად ბუნებრივია ამ პრობლემის მოგვარება ვერ მოხდება, მაგრამ ეტაპობრივად იქნება გაწერილი ექსპერტების დასკვნების შესაბამისად"- განაცხადა არჩილ ჩიქოვანმა.

 

 

 

ფოტო: არქივი

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი