სინოპტიკოსები მომდევნო ორი დღის განმავლობაში კვლავ არამდგრად ამინდს პროგნოზირებენ. აჭარის შავიზღვისპირა ზოლში საშტორმო მდგომარეობა შენარჩუნდება და ზღვის ღელვა 5 ბალს მიაღწევს. სანაპირო რაიონებში 3-8 გრადუსი სითბო, მთაში კი 5 - გრადუსამდე ყინვაა ნავარაუდევი. მოსალოდნელია ნალექი თოვლის სახით, ძლიერი ქარი და მდინარეებზე წყლის დონის მატება.