“სირცხვილიას” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი სასამართლომ გაამართლა - ის სუს-ის შენობასთან აქციაზე დააკავეს 

19 ნოემბერი 2021, 17:55 1032 ნახვა

მოსამართლე ირმა ტოგონიძემ მოძრაობა “სირცხვილიას” ბათუმის ოფისის ხელმძღვანელი თამარ კურატიშვილი გაამართლა.

ის ბათუმში, სახელმწიფო უსაფრთხოების შენობასთან 13 ნოემბერს დააკავეს, როდესაც ვიდეოს იღებდა.

მოსამართლემ თამარ კურატიშვილი გაამართლა, როგორც წვრილმანი ხულიგნობის, ასევე პოლიციელების კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის ნაწილში.

მოსამართლის განმარტებით, ვიდეომტკიცებულებაში ნათლად ჩანს, რომ თამარ კურატიშვილი გზის სავალი ნაწილიდან ტროტუარზე გადასვლისკენ სხვა აქტივისტებს მოუწოდებს და მიემართება კიდეც, თუმცა პოლიციელი ამის საშუალებას არ აძლევს, მოუწოდებს ვიდეოგადაღების შეწყვეტისკენ და აკავებს.

”წარმოდგენილ მტკიცებულებებში არც ერთი კანონდარღვევა არ იკვეთება” - აღნიშნა მოსამართლემ განაჩენის გამოცხადებისას.

აღნიშნული უკანონო დაკავების გამო თამარ კურატიშვილმა იზოლატორში 48 საათი გაატარა და იგი ამ ნაწილში განაგრძობს სამართლებრივ დავას. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი