51 ადამიანმა გაიარა პროფესიული სასწავლო კურსი ბათუმში, ტურიზმისა და სამშენებლო მიმართულებით.
კურსდამთავრებულებმა პრაქტიკა სხვადასხვა კომპანიაში გაიარეს. მათ და სასწავლო პროცესში ჩართულ 18 კომპანიას სიგელები გადაეცათ.
დუალური პროფესიული პროგრამები საქართველოში უკვე 5 წელია არსებობს.