მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ სივრცეში

17 ნოემბერი 2021, 14:38 761 ნახვა

მართვის მოწმობის გამოცდა რეალურ სივრცეში გადაინაცვლებს. კანონში ცვლილების შესახებ გადაწყვეტილება პარლამენტმა უკვე მიიღო. 

ვინც გამოცდაზე მომავალი წლის 25 აპრილის შემდეგ გავა პრაქტიკული გამოცდის ქუჩაში ჩაბარება მოუწევს. ცვლილება პირველ ეტაპზე „B“ და „BE“ კატეგორიის ავტომობილებს ეხება.  

2022 წლის 7 ნოემბრიდან კი  რეალურ პირობებში გამოცდის ჩაბარება სავალდებულო გახდება ყველა კატეგორიისთვის.

ასევე მომავალი წლის მარტიდან სავალდებულო გახდა მოპედების და მსუბუქი კვადროციკლების რეგისტრაცია, შესაბამისად სავალდებულო იქნება  მათ სამართავად მართვის მოწმობის ქონა. მოქალაქეების დიდი ნაწილი ფიქრობს, რომ ცვლილება მძღოლების კვალიფიციურობაზე დადებითად აისახება.  

ავტოსკოლების ასოციაციაში კი აცხადებენ, რომ ცვლილების აღსრულებისთვის აუცილებელია ლიცენზირებული ავტოსკოლები და სწავლის ხარისხის გაზრდა

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი