ხანძარი იყო ბათუმში. ფარნავაზ მეფისა და თაყაიშვილის კვეთაში ცეცხლი საცხოვრებელ სახლს გაუჩნდა.
შემთხვევის ადგილას სახანძრო-სამაშველო სამსახურის რამდენიმე ბრიგადა მუშაობდა.
დამწვარია მანსარდი. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
თვითმხილველების თქმით, მიმდებარე სახლებში მცხოვრებ მოქალაქეებს დროებით საცხოვრებლის დატოვებისკენ მოუწოდებდნენ, იყო ძლიერი დაკვამლიანებაც.
ცეცხლი სავარაუდოდ ელექტროსადენებს გაუჩნდა. შემთხვევის ადგილას იმყოფებოდნენ სამართალდამცველებიც, მიმდინარეობს გამოძიება.
ფოტო: გიორგი მურვანიძე