მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე

16 ნოემბერი 2021, 18:14 1188 ნახვა

ხმაური იყო მიხეილ საააკაშვილის სასამართლო პროცესზე,  რომელსაც ბრალდებული ისევ არ ესწრება. პატიმრის ამ უფლებაზე უარს პენიტენციური სამსახური ამბობს, დისტანციურ ფორმატში კი ჩართვაზე უარი თავად ექსპრეზიდენტმა თქვა. სასმართლო პროცესი მიხეილ სააკაშვილის სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთას ეხება. მოსამართლე აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე მსჯელობს.  ადვოკატებმა დღეს  რამდენიმე შუამდგომლობა ისევ დააყენეს პროცესზე. ერთი  სხდომაზე  მიხეილ სააკაშვილის , მეორე კი მედიის  დასწრებას ეხებოდა. ადვოკატებმა მოსამართლე დავით კურტანიძისა და პროკურორების აცილების შუამდგომლობა დააყენეს. ხმაური მოჰყვა ადვოკატ ბექა ბასილაიას განცხადებას, რომ პროკურორები პოლიტიკურ პროცესში მონაწილეობენ და დავალებებს იღებენ.

გიორგი მიქელაძე
წამყვანი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი