მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - პენიტენციური სამსახური 

16 ნოემბერი 2021, 16:16 1044 ნახვა

სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის უფროსის მოადგილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშ არის და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

გიორგი ჩიდრაშვილის განმარტებით, სასიცოცხლო მაჩვენებლები ნორმის ფარგლებშია. 

''მიხეილ სააკაშვილი მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სამედიცინო პერსონალის მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ძირითადი სასიცოცხლო მაჩვენებლები, როგორიც არის არტერიული წნევა, პულსი, სუნთქვა, სატურაცია, ნორმის ფარგლებშია. ასევე ნორმის ფარგლებშია ძირითადი ლაბორატორიული მაჩვენებლები. მას ინტენსიურად უტარდება ლაბორატორიული და სხვა დიაგნოსტიკური გამოკვლევები. შესაბამისად, იგი უზრუნველყოფილია შესაბამისი სამედიცინო მომსახურებით. დღის მდგომარეობით მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მუდმივი კონტროლის ქვეშ არის და სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება“, – განაცხადა გიორგი ჩიდრაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი