გლდანის საავადმყოფოში მუშაობს მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდი, რომელსაც შეუძლია შეაფასოს პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, თუ რაიმე რისკი დაინახეს, რომ პაციენტს სჭირდება დამატებითი დახმარება, ისინი ამას აუცილებლად მოითხოვენ - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა,
მისივე განმარტებით, გლდანის საავადმყოფოში სტანდარტული გაიდლაინის მიხედვით, შიმშილობისა და შიმშილობიდან გამოსვლის შემთხვევაში, მდგომარეობის მართვისთვის ყველა საკმარისი პირობაა.
"გლდანის საავადმყოფო არის C ტიპის მრავალპროფილური კლინიკა. ეს აღწერილია რეგულირების სააგენტოს დასკვნაში. ეს ნიშნავს იმას, რომ იქ არის საკმარისი პირობა, ყველა სტანდარტული გაიდლაინის მიხედვით, შიმშილობისა და შიმშილობიდან გამოსვლის შემთხვევაში, მდგომარეობის მართვისთვის. ჩვენ აქ არ ვსაუბრობთ რაიმე სახის ნეიროქირურგიული, კარდიოქირურგიული ან რამე სხვა, ამ ტიპის ჩარევის საჭიროებაზე. არ არის ასეთი საჭიროება და არც ერთი სტანდარტული გაიდლაინი არ ამბობს, რომ ამ ტიპის რისკები უნდა იყოს გათვალისწინებული. ეს არის სტანდარტული საავადმყოფო, რომელსაც აქვს ინტენსიური თერაპიის გაწევის შესაძლებლობა. ბუნებრივია, ამ საავადმყოფოს, ასევე, შეუძლია, ნებისმიერ მომენტში, მასთან ხელშეკრულებით მყოფი კლინიკებისგან მოიწვიოს სპეციალისტი და ექიმმა მიიღოს შესაფერისი დამატებითი კონსულტაცია ან რჩევა. კონსილიუმი რომელიც შეიქმნა, დროებითი მიზნებისთვის, კონკრეტულად რუსთავის დაწესებულებაში, დღეს ჯანდაცვის და იუსტიციის სამინისტრო, ამ ფორმატში მუშაობის გაგრძელების აუცილებლობას ვერ ხედავს. პაციენტის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით შეიძლება სპეციალისტის მოწვევა.
გლდანის საავადმყოფოში მუშაობს მაღალკვალიფიციური ექიმების გუნდი, რომელსაც შეუძლია შეაფასოს მისი მდგომარეობა, მართოს გამოავლინოს რისკები და თუ რაიმე რისკი დაინახეს, რომ პაციენტს სჭირდება დამატებითი დახმარება, ისინი ამას აუცილებლად მოითხოვენ ", - აცხადებს თამარ გაბუნია.