უკრაინის სახალხო დამცველი მიხეილ სააკაშვილის სანახავად არ შეუშვეს 

16 ნოემბერი 2021, 11:14 997 ნახვა

უკრაინის სახალხო დამცველი ლუდმილა დენისოვა აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე ციხის ადმინისტრაციამ უარი უთხრა.

ის საქართველოში 15 ნოემბერს ჩამოვიდა და იუსტიციის მინისტრს შესვლის თხოვნით გუშინვე მიმართა.

„ხუთი წუთის წინ შევიტყვეთ, რომ უარი გვითხრეს მიხეილ სააკაშვილის მონახულებაზე. ახლა ამზადებენ ოფიციალურ პასუხს, გავიგებთ უარის თქმის მიზეზს. ჩვენ აქ მაინც მოვედით, მსურს, შევხვდე ამ კოლონიის ხელმძღვანელს. ვიცი, რომ დირექტორი ავად არის, თუმცა მის მოვალეობას ხომ ასრულებს ვინმე, ასევე მსურს, შევხვდე ამ კოლონიის მთავარ ექიმს, რადგან დღეისთვის ჩვენ გვაქვს ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ლუდმილა დენისოვმა.

უკრაინის ომბუდსმენი აცხადებს, რომ სურს შეხვდეს საქართველოს იუსტიციის მინისტრსაც.

რატი ბრეგაძის განმარტებით, საქართველოს კანონმდებლობით ციხეში უკრაინის სახალხო დამცველის შეშვების ვალდებულება არ აქვთ.

''წინა შემთხვევაში, როდესაც დენისოვა იმყოფებოდა და გააკეთა ცალმხრივი განცხადება, ალბათ, კარგი იქნებოდა მაშინ შევხვედრილიყავით, რომ მოესმინა ჩვენი პოზიცია და გათვალისწინებულიყო ორივე მხარის პოზიცია.

პირველად, როდესაც ის ბრძანდებოდა მე-12 დაწესებულებაში და გამოვიდა, გააკეთა მხოლოდ ცალმხრივი განცხადება და არ შეგვეკითხა, კითხვაც კი არ დაუსვამს ჩვენთვის იმის შესახებ, სიმართლეს თუ შეესაბამებოდა ის ინფორმაცია, რომელიც მას მიაწოდეს”, - განაცხადა ბრეგაძემ.

13 ნოემბერს სააკაშვილთან არ შეუშვეს ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა.

ნატალი ჯახუტაშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი