თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება, ისე მათი პროექტიდან გასვლა - ნათია თურნავა „ნამახვანი ჰესზე“

15 ნოემბერი 2021, 12:27 927 ნახვა

ამ ეტაპზე, თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება, ისე - მათი პროექტიდან გასვლა, ორივე შემთხვევაში, ეს ჩვენი ქვეყნისა და ეკონომიკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავას თქმით,  „ნამახვანი ჰესის“ საკითხზე, სამუშაო ჯგუფებს შორის, უკვე ორი სამუშაო შეხვედრა შედგა და ეს პროცესი გაგრძელდება.

„უახლოეს პერიოდში, კიდევ იქნება შეხვედრები. ჩვენი ამოცანაა, რომ ამ კომპანიასთან შეთანხმება მოხდეს ამა თუ იმ ფორმით, არბიტრაჟის გარეშე. ვხედავთ შემხვედრ სურვილსაც. ამ ეტაპზე, თანაბრად განიხილება როგორც პროექტის გაგრძელება, ისე - მათი პროექტიდან გასვლა, გარკვეული პირობებით. ორივე შემთხვევაში, ეს ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ეკონომიკის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილება უნდა იყოს. ამაზე იუსტიციის სამინისტროსთან ერთად ვმუშაობთ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი