სამედიცინო კონსილიუმი

15 ნოემბერი 2021, 10:45 682 ნახვა

“უკანონო და სამარცხვინო” - ასე აფასებენ მიხეილს სააკაშვილის  ადვოკატები პენიტენციური სამსახურის კიდევ ერთ უარს, რომლითაც  ექიმთა კონსილიუმს უარი უთხრა #18 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შესვლაზე ექსპრეზიდენტთან შესახვედრად. ისინი უწყების პასუხს 2 საათი ელოდებოდნენ. 

თავდაპირველად, როგორც ადვოკატი აცხადებს, მედიკოსებს მიზეზად ეუბნებოდნენ იმას, რომ მათთან შეხვედრა ექსპრეზიდენტს არ სურდა, მოგვიანებით კი უთხრეს, რომ ვერ შეუშვებენ ციხეში იმის გამო, რომ არასამუშაო საათებია.

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების შეფასებით, ეს გადაწყვეტილება არის  სააკაშვილის ჯანმრთელობის უფლების რეალიზაციის ხელყოფა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი