ბათუმში, ლერმონტოვის ქუჩაზე ხანძარი იყო

14 ნოემბერი 2021, 10:20 2617 ნახვა

ბათუმში, ლერმონტოვის 88 ნომერში ხანძარი იყო.ცეცხლი სავარაუდოდ, ელექტრო გამათბობელს გაუჩნდა. რა დროსაც ბინაში მხოლოდ ერთი ადამიანი იმყოფებოდა. 

შემთხვევის შედეგად ბინაში მაცხოვრებლები არ დაშავებულან, თუმცა ხანძრის ლიკვიდაციის დროს დაკვამლიანების შედეგად  სამი მაშველი მსუბუქად დაშავდა, ისინი სასწრაფო სამედიცინო ბრიგადებმა სამედიცინო დაწესებულებაში გადაიყვანეს. 

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები ექსპერტ კრიმინალისტები, რომლებიც ხანძრის გამომწვევ მიზეზებს იკვლევენ.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი