გოდერძზე და გომარდულზე ზამთრის სეზონი დეკემბერში გაიხსნება. ტურიზმის სააგენტოს ინფორმაციით საკურორტო ზონები ვიზიტორებს არსებული რეგულაციების დაცვით მიიღებს , კონკრეტულად შეზღუდვები შეეხება დახურულ გონდოლებს, დახურულ სივრცეებს და კვების ობიექტებსა. 10 კაციან გონდოლით 8 მოქალაქე ისარგებლებს.
შეზღუდვები შეეხება საოჯახო სასტუმროს მფლობელებსაც, კონკრეტულად გესთჰაუსებში განთავსებისთვის ვიზიტორმა უნდა იქონიოს „ მწვანე ბარათები „ რომელიც პირველი დეკემბრიდან ამოქმედდება. კონტროლის მექანიზმი 2 დონიანი იქნება, პირველ ეტაპზე მოქალაქეების შემოწმება ბიზნეს ოპერატორს ევალება, რეგულაციის აღსრულებას კი შრომის ინსპექციის სამსახური გააკონტროლებს.