ამ კადრებით ბევრ ტყუილს წერტილი დაესვა - მამუკა მდინარაძე ექსპრეზიდენტის კადრებზე

12 ნოემბერი 2021, 18:45 1217 ნახვა

"ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძე სპეციალურ ბრიფინგზე, ექსპრეზიდენტის რუსთავის ციხიდან გლდანის ციხეში ეტაპირების ამსახველი კადრების შესახებ ისაუბრა.

მისივე თქმით, კადრების ნახვა ემოციურად არც მისთვის იყო მარტივი. ასევე აღნიშნა,  კადრებით წერტილი დაესვა იმ სიცრუეს, რომელსაც "ნაციონალური მოძრაობა" და მათი მომხრეები ავრცელებდნენ. 

"რაც შეეხება კადრებს, პირდაპირ ვიტყვი, რომ არც ჩემთვის, არ იყო სასიამოვნო სანახავი. არც ერთ ნორმალურ ადამიანს არავის პატიმრობა არ უხარია. როდესაც ხელში აყვანილი მიჰყავთ პატიმარი იქნება თუ სხვა ადამიანი, რომლის მიმართ იძულების რაღაც ღონისძიება უნდა გამოიყენო, თორემ სხვაგვარად სამართალდამცველები ვერ შეძლებენ თავისი ფუნქციის შესრულებას. ეს სასიამოვნო სანახავი არც ერთი შემთხვევაში არ არის ისევე, როდესაც რაც არ უნდა დამნაშავე იყოს ადამიანი, მისი დაკავების ნებისმიერი კადრი არის უსიამოვნო სანახავი.

ამ კადრებით წერტილი დაესვა იმ რამდენიმედღიან ბევრ ტყუილს, რომელსაც „ნაცმოძრაობა“ და მათი ტელევიზიები იტყუებოდნენ, მაგალითად ის, რომ 30 მეტრში ჩამოიყვანეს სააკაშვილი, გაატარეს პატიმრების თვალწინ, ვნახეთ, რომ მიიყვანეს შენობასთან. მოუწიათ იძულების წესით შეეყვანათ იმ საკანში თუ პალატაში, ამის შემდეგ ვნახეთ ჩვენ ის კადრები, რაც იყო უსიამოვნო სანახავი. რაც შეეხება იმას, ვინმეს უხერხულობას უქმნის თუ არა, უხერხულობას კი არა, უფრო მეტს გვიქმნის ის კადრები, როდესაც ის თავად ფორთხავს. აქ არავინ აფორთხიალებდა, მიჰყავდათ და თვითონ, როდესაც ფორთხავს, აგვისტოს ომის დროს, შეშინებული და დამფრთხალი გარბის სადღაც, მოჩვენებები რომ ჰქონდა და ფორთხავდა, მაშინ უხერხულობა კი არ შემექმნა, შემრცხვა. მაშინ ყველა ქართველს შერცხვა მისი საქციელის.

ამ კადრებით ისიც დადასტურდა, რომ ყველა ტყუილი გამოაშკარავდა და რაც მნიშვნელოვანია, თავად ითხოვდნენ „ნაცმოძრაობის“ ლიდერები და ე.წ. მედიამენეჯერები, თუ ეს მართალი არ არის, რასაც ჩვენ ვყვებით, მაშინ გაასაჯაროონ კადრები. როდესაც კადრები გასაჯაროვდა და ეს არ მოგეწონათ, ამის შემდეგ გადახვედით სამწუხაროდ, სხვა კამპანიაზე, რომ უხერხულია თურმე ეს კადრები“, - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი