გელა ჩარკვიანი დაკრძალეს

11 ნოემბერი 2021, 19:01 1236 ნახვა

„სიკვდილის შიში უსაფუძვლოა. განა ცუდი იყო, როცა არ ვიყავით? მაშ, რატომ უნდა იყოს ცუდი, როცა არ ვიქნებით?!“ - ამ სიტყვების ავტორი, ქართველი დიპლომატი, პუბლიცისტი, მწერალი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი საბურთალოს სასაფლაოზე, მეუღლის და შვილის გვერდით დაკრძალეს.  ჩარკვიანი საცხოვრებელი სახლიდან ტაშით გამოასვენეს.

პანაშვიდი ქართველი დიპლომატის სახლში ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. გელა ჩარკვიანი დაჯილდოებულია ღირსების ორდენით, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენითა და წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენით. გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში 9 ნოემბერს გარდაიცვალა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი