„ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ დამფუძნებელს იმედი აქვს, რომ მას შემდეგ, რაც სტრასბურგმა უარი თქვა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანაზე, მომჩივანი მხარე შეწყვეტს სპეკულაციებს და მიხეილ სააკაშვილის კერძო კლინიკაში გადაყვანის საკითხი მოთხოვნებიდან საერთოდ გაქრება. მან ევროპული სასამართლოს ვერდიქტის შინაარსის განმარტების გარდა, შეაფასა მესამე პრეზიდენტის პატიმრობასთან დაკავშირებული საკითხები და ოპოზიციის ბოლოდროინდელი აქციებიც.
მიაჩნია, რომ ენმ-ს წევრები და მათი მხარდამჭერები უპატივცემულობას იჩენენ სახელმწიფო უწყებების მიმართ.
რაც შეეხება განცხადებებს იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილის მიმართ ადგილი ჰქონდა შესაძლო უღირსს მოპყრობას, კაკაბაძეს მიაჩნია, რომ ამაში, ალბათ, ექსპრეზიდენტის მხარდამჭერები და თანაგუნდელები, პატიმრების რეაქციას გულისხმობდნენ, რაც მიხეილ სააკაშვილს გლდანის სამკურნალო დაწესებულებაში გადაყვანას მოჰყვა.