დღეს მიხეილ სააკაშვილი გამოიკითხება და ჩაუტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც მონაწილეობას მისი პირადი ექიმი მიიღებს - გიორგი მიქელაძე

10 ნოემბერი 2021, 18:35 1011 ნახვა

გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში საქართველოს ექსპრეზიდენტის პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვის მიზნით სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გამომძიებელი გიორგი მიქელაძე შევიდა.

მისივე განმარტებით, დღეს მიხეილ სააკაშვილს ჩაუტარდება სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც მისი ადვოკატი და პირადი ექიმიც დაესწრება.

"დღეს შეთანხმებული ვართ პენიტენციურ სამსახურთან და მიხეილ სააკაშვილის ადვოკატებთან, რომ მათთვის მისაღები ფორმით განხორციელდება მიხეილ სააკაშვილის გამოკითხვა. ეს იქნება უშუალო კომუნიკაცია. დანიშნულია ექსპერტიზაც, რომელიც უნდა ჩატარდეს დღეს და მასში მონაწილეობას მიიღებს მიხეილ სააკაშვილის მოწვევით მოწვეული სპეციალისტი, პირად ექიმზე, ნიკოლოზ ყიფშიძეზე გვაქვს საუბარი. განხორციელდება მისი სხეულის გარეგანი დათვალიერება და აღნიშნულის თაობაზე ექსპერტი შემდგომ გასცემს შესაბამის დასკვნას“, - განაცხადა გიორგი მიქელაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი