ოპოზიციის აქცია ხვალ, 2 საათზე ვაჟა-ფშაველას ძეგლთან გაიმართება - ნიკა მელია

10 ნოემბერი 2021, 18:12 706 ნახვა

"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, ოპოზიციის აქცია ხვალ, 2 საათზე ვაჟა-ფშაველას ძეგლთან გაიმართება. ამის შესახებ მან სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.

"დღეს მინდა, დავაანონსო მორიგი აქცია, ხვალ 14:00 საათზე, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან, მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველასთან გაიმართება აქცია და ველოდებით ყველას, ვისაც უკვე მყარად მიაჩნია, რომ ხელისუფლება კოპირებს რუსეთს და ბელარუსს. დღეს იყო კალკით გადმოტანის მცდელობაა იმ ყველაფრისა, რასაც სჩადის პუტინი და ლუკაშენკო თავისი მოქალაქეების წინააღმდეგ. არაფერი განსხვავებული დღეს ჩვენ აქ არ ვიხილეთ, ამიტომ ხვალ გელოდებით ყველას მეტროსადგურ ვაჟა-ფშაველასთან, ვაჟა-ფშაველას ძეგლთან და ასეთი აქციები გაიმართება ყოველდღე, ვიდრე ეს რეჟიმი არ გატყდება და ამ რეჟიმს მრავალრიცხოვნებით, სიმტკიცით და სიმშვიდით აუცილებლად გავტეხავთ", - განაცხადა ნიკა მელიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში