მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს

10 ნოემბერი 2021, 16:37 1084 ნახვა

თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად დატოვეს.

ბექა ბასილაია სასამართლოზე დანარჩენი ადვოკატების დასწრებას ითხოვდა, თუმცა მოსამართლემ მისი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც მან მიიღო გადაწყვეტილება, რომ დაეტოვებინა პროცესი.

"სასამართლომ დღეს დაადასტურა, რომ საქართველოში მართლმსაჯულება არ არსებობს. სასამართლომ თქვა, რომ არ აქვს მნიშვნელობა რა მიზეზით, მთავარია მიხეილ სააკაშვილი არ იყოს სასამართლო დარბაზში, მან თქვა, რომ სუსის მონაჭორზე დაყრდნობით  პროცესებს წარმართავს მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე.

მე მინდა მივმართო ქართულ საზოგადებას, მთელი 9 წლის მანძილზე, რომ მიხეილ სააკაშვილს აგებინებდნენ პასუხს და დღეს ვხედავთ შეშინებულ ხელისუფლებას, რომლესაც არ შეუძლია სააკაშვილის სასამართლოში გასამართლება, მათ აკანაკალებთ მისი საზოგადოებაში გამოჩენის, ვხედავთ როგორი მოშლილია სასამართლო სისტემა...

ისინი ელოდებიან მიხეილ სააკაშვილის იმ მდგომარეობაში ჩავარდნას, რომ მან გადაადგილება და საუბარი ვერ შეძლოს და ამის შემდეგ დაიწყებენ საუბარს, რომ მზად არიან, საბადრაგო სამსახურიც მზად არის, მიხეილ სააკაშვილი ვერ მოდის უბრალოდ. ისინი ელოდებიან მდგომარეობას, როცა ქუჩის პროტესტი ჩაცხრება და ხალხი გატყდება, მაგრამ ეს არ მოხდება.

მათ აქვთ უდიდესი შიში, რომ თუნდაც ტელეეკრანიდან გამოჩნდეს სააკაშვილი. ახლა ჩანიშნავენ პროცესებს სავარაუდოდ ერთი კვირის, 10 დღის ფარგლებში და ამ პერიოდში დაელოდებიან მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობის კრიტიკულად დამძიმებას"- განაცხადა ბექა ბასილაიამ.

მისივე განცხადებით, პენიტენციური სამსახურის განცხადება მთელი შინაარსით არის ,,ბლეფი''. ხომ გადაიყვანეს ის #12 დან #18 დაწესებულებაში, აქ რატომ ვერ გადმოყავთ.

"დღევანდელი სხდომის მთავარი ამოცანა იყო სააკაშვილს მიცემოდა შესაძლებლობა, ამდენი ხნის განმავლობაში, წარმდგარიყო სასამართლოს, ქართველი ხალხის წინაშე"- განაცხადა ბასილაიამ.

ადვოკატის მოთხოვნის საპასუხოდ მოსამართლემ აღნიშნა, რომ დაწყებულ პროცესზე მათი შესვლა უწყვეტობის პრინციპს არ შეესაბამებოდა.

„სასამართლომ გითხრათ, რომ ტექნიკურად თუ გნებავთ, კი ბატონო, დაწყებულ პროცესზე შემოსვლა უწყვეტობის პრინციპთანაც არაა შესაბამისობაში“, – განაცხადა მოსამართლემ.

მოსამართლის გადაწყვეტილებით, შემდეგი სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს 11:00 საათზე გაიმართება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი