მზადება ზამთრის სათხილამურო სეზონისთვის. მთის კურორტების განვითარების კომპანიის ინფორმაციით, სვანეთში, ზურულდის მთაზე ახალი საბაგირო კომპლექსი შენდება, რომელიც წელსვე ამოქმედდება.
საბაგირო საწყის ეტაპზე საათში 1 800 მგზავრს გადაიყვანს.
სამშენებლო სამუშაოებს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დაკვეთით, ავსტრიულ-შვეიცარული კომპანია ახორციელებს.