შიმშილობის შეწყვეტას არ განვიხილავ - ელენე ხოშტარია

09 ნოემბერი 2021, 11:32 786 ნახვა

"დროას" ლიდერი აცხადებს, რომ მკაცრი შიმშილობის ფორმის შერბილებას არ აპირებს. ელენე ხოშტარიას თქმით, თუ სასიცოცხლო პარამეტრები გაუარესდება ის გარკვეულ მედიკამენტებს მიიღებს.

''თუ ჩემი ნდობით აღჭურვილი ექიმი მეტყვის, რომ ეს სიკვდილის ზღვარია, იმ შემთხვევაში მივიღბ მედიკამენტებს. მე არ ვაპირებ დანებებას და არ ვაპირებ არც სიკვდილს. მე ამ ბრძოლის გზით გამარჯვებას ვაპირებ.

მე ვთქვი ვიშიმშილებდი, სანამ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის საფრთხე არ მოიხსნება. დღეს ეს საფრთხეები ისევ არის და კიდევ უფრო დიდია.  ყველა შიმშილობას აქვს თავის სტრატეგია, შიმშილობა არ არის თვითმკვლელობა, დღეს სიკვდილი იქნებოდა ბიძინა ივანიშვილისთვის საჩუქარი. ჩვენ გვაქვს დრო საბრძოლველი, თუ სიცოცხლის პარამეტრები იქნება საფრთხეში, მაგრამ შიმშილობის ფორმის შერბილებას არ ვაპირებ და მკაცრი შიმშილობის ფორმას ვაგრძელებ", - ამბობს ელენე ხოშტარია. 

,,დროას'' ლიდერის თქმით, გლდანში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანა იყო შეურაცხყოფა და გამოწვევა პროვოკაციაზე. სახელმწიფო გახდა უკიდურესად სასტიკი და მისთვის არაფერს წარმოადგენს ადამიანი.

''მინდა გამოვეხმაურო იმ უმძიმეს სურათს, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ, საქართველოს მოქალაქის და მესამე პრეზიდენტის მიმართ განხორციელებული ველური, სასტიკი, შურისძიების აქტის შესახებ. კანონდარღვევაზე ვეღარ ვილაპარაკებ, რადგან ხელისუფლებისთვის სიტყვა კანონი არაფერს ნიშნავს. ეს სისასტიკე, რომელიც ჩვენ გუშინ ვიხილეთ არის საქართველოს ყველა მოქალაქის მიმართ'' - განაცხადა ხოშტარიამ. 

"დროას" ლიდერი, ელენე ხოშტარია მეშვიდე დღეა შიმშილობს, ის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს.  

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი