საპროტესტო აქციის მონაწილეები იუსტიციის სამინისტროსკენ მსვლელობით მიემართებიან

09 ნოემბერი 2021, 10:23 1159 ნახვა

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები,  მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისა და იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძესთან შეხვედრის მოთხოვნით, აქცია-მსვლელობით, იუსტიციის სამინისტროსთან მიდიან.

ისინი მიხეილ სააკაშვილის გლდანის მე-18 დაწესებულებიდან სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.

"არც ერთი პატიმრის მიმართ შეიძლება ის გააკეთო, რაც ამათმა გუშინ და წინა დღეებში იკადრეს მიხეილ სააკაშვილის მიმართ.

დღეს მიხეილ სააკაშვილი არის იქ სადაც მთელი საქართველო ითხოვდა, რომ არ ყოფილიყო.

საპროტესტო მოძრაობა იქნება უწყვეტი და დისციპლინირებული.  სხვადასხვა სახისა და ფორმის. რადგან ამ რეჟიმს არაფრად მიაჩნია ორი ადამიანის სიცოცხლე. გამოწვევა მიღებულია, ბრძოლა არის ცივილიზებული"-განაცხადა ნიკა მელიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი