ზალკალიანი აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწეს შეხვდა

08 ნოემბერი 2021, 20:07 1961 ნახვა

საქართველოს ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა შეხვედრა გამართა აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილესთან ერიკა ოლსონთან, რომელიც საქართველოში სამხრეთ კავკასიის რეგიონული ტურნეს ფარგლებში იმყოფება.

მხარეებმა შეხვედრისას აშშ-საქართველოს მტკიცე სტრატეგიული პარტნიორობის საკითხების ფართო სპექტრი, ასევე შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო განიხილეს.

შეხვედრისას საგანგებო ყურადღება დაეთმო საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში არსებულ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებას.

ერიკა ოლსონმა კიდევ ერთხელ დაადასტურა აშშ-ის ურყევი მხარდაჭერა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი. 

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს შავი ზღვისა და სამხრეთ კავკასიის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებსა და მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის მიზნით თანამშრომლობის მნიშვნელობას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში