ამ თემაზე საუბარი შევწყვიტე - პრემიერი მიხეილ სააკაშვილზე 

08 ნოემბერი 2021, 14:12 883 ნახვა

მე ამ თემაზე საუბარი შევწყვიტე. ეს არ არის ჩემი სალაპარაკო საკითხი და თემა, ვინაიდან პატიმრებზე განცხადებებს აკეთებს პენიტენციური სამსახური, იუსტიციის სამინისტრო, - ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას პრემიერ-მინისტრმა, რომელიც მიხეილ სააკაშვილის საკითხს შეეხებოდა.

''თქვენ გყავთ მინისტრი ბრეგაძე, რომელსაც შეგიძლიათ დაუსვათ ნებისმიერი შეკითხვა, ასევე პენიტენციური სამსახური და მას მიმართეთ ნებისმიერი კითხვით. რა თქმა უნდა, ისინი გაგცემენ აბსოლუტურად ამომწურავ პასუხს“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი