14 წელი 8 ნოემბრის მოვლენებიდან

08 ნოემბერი 2021, 12:28 787 ნახვა

2007 წლის 8 ნოემბრის მოვლენები. 14 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც სპეცდანიშნულების რაზმმა უნივერსიტეტის ეზოში საპროტესტო აქცია ძალის გამოყენებით დაშალა, შემდეგ უნივერსიტეტის შენობაში შეიჭრა და ლექციაზე მყოფი სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები ხელკეტებით დაარბია, რა დროსაც რეზინის ტყვიები და ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

საპროტესტო აქცია სტუდენტებმა ბათუმის უნივერსიტეტში 8 ნოემბერს დილით მოაწყვეს და წინა დღეს თბილისში დემონსტრაციის დაშლა და ტელეკომპანია „იმედში“ შეჭრა გააპროტესტეს. როგორც სტუდენტები და ლექტორები იხსენებენ, მათ არ ჰქონდათ ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქვეყნის ხელისუფლებამ გვიან ღამით საგანგებო ვითარება გამოაცხადა.

აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ მერაბ ღოღობერიძემ დღეს აქცია პერფომანსი მოაწყო, აცხადებს, რომ მაშინდელი დარბევის რამდენიმე მონაწილე და ძალოვანი უწყების მაღალჩინოსნები ახლაც თანამდებობებზე არიან და მათ მიმართ გამოძიება არ მიმდინარეობს ან შეჩერებულია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი