აშშ-ის ხელისუფლება სრულად აცრილი უცხოელი ვიზიტორებისთვის სამოგზაურო შეზღუდვებს აუქმებს

08 ნოემბერი 2021, 12:05 933 ნახვა

აშშ-ის ხელისუფლება სრულად აცრილი უცხოელი ვიზიტორებისთვის სამოგზაურო შეზღუდვებს აუქმებს. შესაბამისი რეგულაცია დღეიდან ამოქმედდა.

საერთაშორისო ფრენები 33 ქვეყნიდან და რეგიონიდან, მათ შორის ჩინეთიდან, ინდოეთიდან და ბრაზილიიდან, დაშვებული იქნება აშშ-ის აეროპორტებში, ხოლო სრულად აცრილ მოგზაურებს შეუძლიათ გადაკვეთონ სახმელეთო საზღვრები კანადასა და მექსიკაში შესასვლელად. აშშ-ში შესასვლელად საერთაშორისო მოგზაურებს აცრის მოწმობის და ბოლო 72 საათის განმავლობაში „კოვიდ-19“-ის ტესტზე უარყოფითი პასუხის წარდგენა მოუწევთ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში