მიხეილ სააკაშვილი უკმაყოფილო იყო იმ ინფორმაციით, რაც მის შესაძლო კვებასთან დაკავშირებით ვრცელდებოდა. ის აღნიშნავდა, რომ სურათები, სადაც საკვები დანამატები ერთად ეწყო, თვალით არასდროს უნახავს და არც იცის სად არის გადაღებული, - ამის შესახებ სახალხო დამცველის მოადგილე, გიორგი ბურჯანაძემ მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით,მესამე პრეზიდენტმა თავად გამოთქვა ომბუდსმენის წარმომადგენლის ნახვის სურვილი. ცნობისთვის, სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა 6 ნოემბერს ვიდეოკადრები გაავრცელა.