საგამოძიებო სამსახურმა დიდი ოდენობით სხვისი ქონების მოტყუებით დაუფლების ფაქტზე ერთი პირი დააკავა.
გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა სხვების დახმარებით ერთ-ერთი კომპანიის საკუთრებაში რიცხული ორი მიწის ნაკვეთის დაუფლების მიზნით გააყალბა აღნიშნული კომპანიის წილის ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გახდა მისი ერთპიროვნული დირექტორი და დამფუძნებელი, შემდგომ კი მიწის ნაკვეთები გადააფორმა თავისივე სახელზე რეგისტრირებულ სხვა კომპანიაზე.
წინასწარი მონაცემებით, მიწის ნაკვეთების საბაზრო ღირებულება აღემატება 16 მილიონ ლარს.