შეხვედრა უნგრეთის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან. აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გაცნობითი ხასიათის შეხვედრაზე თორნიკე რიჟვაძემ ანა მარია შიკოს აჭარის საინვესტიციო და ტურისტული პოტენციალი გააცნო. დაიგეგმა თანამშრომლობა კულტურულ და გარემოს დაცვის სფეროებში.
თორნიკე რიჟვაძემ უნგრეთის მხარეს საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის გზაზე მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.