აჭარის ტელევიზია იუბილარია, არხი 34 წლის გახდა. პირველი გადაცემა ეთერში 1987 წლის 4 ნოემბერს გავიდა.
მაუწყებლობა კვირაში ორჯერ საინფორმაციო - მუსიკალური გადაცემებით დაიწყო.
1999 წლიდან აჭარის ტელევიზია თანამგზავრზე მაუწყებლობს.
2013 წლის 25 დეკემბრიდან კი საზოგადოებრივი მაუწყებლის სტატუსს ატარებს.