სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში - პრეზიდენტის რეკომენდაციები მთავრობას

03 ნოემბერი 2021, 21:53 2016 ნახვა

სავალდებულო გახდეს აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და ფასიანი მკურნალობა აუცრელი ადამიანებისთვის - საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე მთავრობას რეკომენდაციებით მიმართა.

"მივმართავ ხელისუფლებას, რათა სასწრაფო და მკაცრი ზომები იქნას მიღებული - სავალდებულო აცრა რისკჯგუფებისთვის, კოვიდპასპორტის შემოტანა საჯარო სივრცეებში შესვლისთვის და თუნდაც ფასიანი მკურნალობა აუცელი ადამიანებისთვის. მივმართავ მედიებს, გახშირდეს გადაცემები ამ პრობლემის გასაშუქებლად. სამოქალაქო სექტორს გააქტიურებისკენ და პარტიებს თავშეკავებისკენ მოვიწოდებ“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი