იგეგმება თუ არა ქვეყანაში ახალი შეზღუდვების დაწესება - თამარ გაბუნიას განმარტება 

03 ნოემბერი 2021, 14:17 1118 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ამ ეტაპზე დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.  თამარ გაბუნიას თქმით, ზედმიწევნით უნდა შესრულდეს ის რეგულაციები, რომელიც უკვე დაწესებულია. 

''თუ არ მოხდა იმ შეზღუდვების აღსრულება, რომელიც უკვე დაწესებულია,  აზრს მოკლებულია დამატებითი რეგულაციების შემოღება. რაც შეეხება მწვანე პასპორტებს, ამ მიმართულებით მუშაობა  მიმდინარეობს, კონცეფცია დამუშავებულია. ''მწვანე პასპორტი'' ითვალისწინებს ეპიდუსაფრთხოების ზომების განსაზღვრას სხვადსხვა ტიპის გასართობ ან სოციალურ ღონისძიებებზე დაშვებისთვის. ამის პრეცედენტი ქვეყანაში უკვე არსებობს, მნიშვნელოვანია, რომ ეს კიდევ უფრო გაფართოვდეს'' - განაცხადა გაბუნიამ. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი