ფესტივალ „ღამის სერენადების“ ფარგლებში კავშირ „მშობელთა ხიდის“ ბენეფიციარებისთვის მორიგი მასტერკლასი გაიმართა. განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის მასტერკლასი მხატვარ-დიზაინერმა ნინო მირიანაშვილმა ჩაატარა.
მშობელთა ხიდის ბენეფიციარები, კოლაჟის შექმნის ტექნიკას გაეცნენ და ფერებთან მუშაობის ხელოვნებაზე ისაუბრეს. მასტერკლასში მონაწილეობდა 20-მდე შშმ პირი.
საქართველოში მუსიკალური ფესტივალი მეოცე საუკუნის 80-იანი წლებიდან იმართება. მისი დამაარსებელი ლიანა ისაკაძეა.