მოცემული დროისთვის გადათვლილია 1830 საარჩევნო უბნის 11%, გადათვლას მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე გავლენა არ მოუხდენია - ცესკო

02 ნოემბერი 2021, 21:39 919 ნახვა

ცენტრალური საარჩევნო კომისია მუნიციპალიტეტის ორგანოთა არჩევნების მეორე ტურის მონაცემების გადათვლის სტატისტიკას აქვეყნებს.

მათივე ცნობით, 1830 საარჩევნო უბნიდან 201 უბნის შედეგები გადაითვალეს. რის შედეგადაც "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მერის არჩევნების ნაწილში დააკლდა 21 ხმა და მოემატა - 28, "ქართულ ოცნებას“ დააკლდა 10 ხმა და მოემატა 23 ხმა.

"საარჩევნო კანონმდებლობის შესაბამისად და ცესკოს თავმჯდომარის ინიციატივით საერთო ჯამში 1 ნოემბერს გადათვლილია 201 საარჩევნო უბნის შედეგები. წარმოგიდგენთ დეტალურ სტატისტიკას გადათვლის შედეგების თაობაზე: შესაბამისმა საოლქო საარჩევნო კომისიებმა გადათვალეს სავალდებულო 5-5 და ცესკოს მიერ გაცემული რეკომენდაციის საფუძველზე 2-2 უბნის მონაცემი.

მოცემული დროისთვის გადათვლილია 1830 საარჩევნო უბნის 11%. საქართველოს მასშტაბით "ერთიან ნაციონალურ მოძრაობას" მერის არჩევნების ნაწილში დააკლდა სულ 21 ხმა და მოემატა 28; "ქართულ ოცნებას“ - დააკლდა 10 ხმა და მოემატა 23. 2 ხმა მოემატა საარჩევნო სუბიექტს "თამაზ მეჭიაური ერთიანი საქართველოსთვის“. 

გადათვლებს არა თუ საარჩევნო ოლქის, არამედ საარჩევნო უბნის მიხედვითაც არ მოუხდენია ზეგავლენა მეორე ტურის წინასწარ შედეგებზე", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში